თბილისის 43 ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების ქსელის მონტაჟი დაიწყო

926

სტატიის გაგრძელება

თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ინვენტარის დასამონტაჟებლად, ელექტროქსელი ეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელ +“ ატარებს.

თბილისის მერიის ცნობით, ინვენტარი, რომელსაც საჯარო ბაღებში დაამონტაჟებენ, კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავს.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი დაცულია, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, 43 საბავშვო ბაღი სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის სრულად აღიჭურვება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება. პროექტის ღირებულება 470 000 ლარია. არსებული მდგომარეობის მონიტორინგი დამატებით 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.