დუშეთის სოფელ აბანოსხევში გაზიფიცირება დასრულდა

705

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ აბანოსხევში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული პრობლემა სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ წლების წინ სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გაზიფიცირდა, თუმცა სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაზიფიცირების გარეშე იყო დარჩენილი და ვერ ახერხებდნენ ამ პრობლების მოგვარებას.

“ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევის მოსახლეობა აღნიშნავეს, რომ მათ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა დანაპირები შეუსრულა და მისი უშუალო გულისხმიერებით და ძალისხმევით მოხერხდა სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილის გაზიფიცირება”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.