თელავში თემაზე – “თვითმმართველობის როლი შშმ პირთა უფლებათა დაცვის პროცესში” ტრენინგი ჩატარდა

598

თელავის მუნისიპალიტეტის საკრებულოს დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ ჯორჯია“-ს მიერ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი „ადგილობრივი თვითმმართველობის როლი შშმ პირთა უფლებების დაცვის პროცესში“, სადაც განხილულ იქნა შშმ პირთა საკითხები ადამიანის უფლებათა კონვენციების ჭრილში.

საკრებულოს ცნობით, „თემში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების მხარდამჭერი ცენტრი“-ს წარმომადგენლებმა ტრენინგ-პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.