ქობულეთში გამოიკვლევენ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ახალგაზრდებს ადგილობრივ თემში მონაწილეობის მიმართ

“აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი”, “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში რაოდენობრივ კვლევას – “ახალგაზრდების ღირებულებები და მათი დამოკიდებულება ადგილობრივ თემში მონაწილეობის მიმართ” ჩაატარებს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, კვლევა კომპლექსური ხასიათის იქნება, მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებსა და მისწრაფებებს, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გარშემო არსებულ საკითხებს.

“რაოდენობრივი კვლევა ჩატარდება 2018 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში, ჯამში დაგეგმილია 325 პირისპირ ინტერვიუს ჩატარება, სტრუქტუირებული კითხვარის საშუალებით. ინსტრუმენტმა უკვე გაიარა წინასწარი პილოტირება. კვლევის უმთავრეს ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის (18-29) დამოკიდებულების განსაზღვრა თემში ჩართულობის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობისა და მონაწილეობითი დემოკრატიის მხრივ. ასევე, კვლევის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა, დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: განათლება, დასაქმება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, იდენტობა, რელიგია და სხვა მომიჯნავე საკითხები”, – აცხადებენ “აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრში”.

ორგანიზაციის ცნობით, კვლევის პირველ ეტაპზე, მოხდა მოსახლეობის სტრატიფიკაციული შერჩევა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული ქალაქის, დაბისა და სოფლების მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპზე თითოეულ სტრატაში განისაზღვრა საარჩევნო უბნების (PSU) რაოდენობის განსაზღვრა; განისაზღვრა შიდა მოსაკითხი რესპონდენტების რიცხვი 5 რესპონდენტით (სულ 65 საარჩევნო უბანი).

“გამოყენებული სტრატიფიცირებული შერჩევა ამცირებს კვლევის შერჩევის ცდომილებას. სტრატა წარმოადგენს მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან გარემოს. შერჩევის ცდომილება დამოკიდებულია არა მარტო გამოკითხული ანკეტების რიცხვზე, არამედ რესპონდენტების შესასწავლი საკითხისადმი დამოკიდებულების ერთგვაროვნებაზეც. ამიტომ, თუ დავიცავთ სტრატების მიხედვით პროპორციებს, ამით შერჩევითი ერთობლიობა ხდება გენერალური ერთობლიობის წარმომადგენლობითი და, ამავე დროს, უზრუნველყოფს შერჩევის ცდომილების შემცირებას”, – ამბობენ “აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრში”.

ორგანიზაციის თქმით, მოსალოდნელი მაქსიმალური ცდომილება 2.8% იქნება, კვლევის პირველადი შედეგები კი ცნობილი 2018 წლის აგვისტოს ბოლოს გახდება.

კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე

მსგავსი სიახლეები
გამოკითხული მოსახლეობის 68,8% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებენ, -  ნათქვამია
გამოცემა მომზადებულია პროექტის - "მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი მექანიზმების დანერგვა: მცირე სოფლების გამოცდილება" - ფარგლებში. პროექტი
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ია ასათიანი თეთრი ხიდის ამბავს ყველა გაიგებდით. ის ხიდია, ქუთაისში, ხშირად
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი:  ნინო შონია გურიის სამ სოფელში 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. ჯუმათში, ძიმითსა
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და რიგითი მოქალაქეები თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს
წინა სტატია "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ფარგლებში საქართველოს ყველაზე დიდმა თვითმმართველმა ერთეულმა - თბილისმა 2017
ევროკავშირი საქართველოს რეგიონების განვითარების, კანონმდებლობის დახვეწის და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას
პუბლიკაცია „ინიციატივა ცვლილებისათვის“, წიგნი მეორე, აღწერს იმავე პერიოდის საქართველოში კერძო ინიციატივებისა თუ ჯგუფური ძალისხმევის შედეგად
გთავაზობთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო წიგნს - "ინიციატივა ცვლილებებისთვის - თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით,
2017 წლის 20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით
ხვალ, 20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით და
დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები დასახელდა. ანგარიშის
დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტების გამოვლენასთან ერთად,
დღეს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია, რომელზეც ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტები დასახელდა. შეფასება
%d bloggers like this: