ოზურგეთში ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

823

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „საქართველოს თაიგული“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

კომპანია წელიწადში 15 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩაის აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე; სამომავლოდ იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში 2018 წლის ბოლოსთვის USAID/REAP-ისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება.

საწარმოში ჯამურად 428,520 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 171,408 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 150,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 170 ახალი და 845-ზე მეტი მოქმედი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, გურიის რეგიონში შეიქმნა 7 ახალი და გადაიარაღდა/გაფართოვდა 7 საწარმო.