რისი გაკეთება იგეგმება აბასთუმნის ობსერვატორიაში. ვიდეო

1066

წინა სტატია

აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია არსებობის 86-ე წელს ითვლის. შოთა ინასარიძე 45 წელია აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობს და მისი დამსახურებით, მსოფლიო ასტრონომიამ 6 ახალი ვარსკვლავის არსებობის შესახებ შეიტყო. მათ შორის არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც მის გვარს – “ინასარიძეს” ატარებს.

აბასთუმანში ახლა 70-მდე მეცნიერი მუშაობს.

აბასთუმნის ობსერვატორიასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3.422 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიებმა ABEKA და „პალადა“-მ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია 18 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება. შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული.სამუშაოები 18 თვეში დასრულდება. ასევე დაგეგმილია აბასთუმნის საბაგიროს გზის რეკონსტრუქცია.