ახალციხის უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან

1219

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ასარჩევად რეგისტრაცია მიმდინარეობს. დარეგისტრირებული წევრები შემდეგში პრეზიდენტს აირჩევენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ასარჩევად რეგისტრაცია ექვს ივნისს დაიწყო და 10 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება. დარეგისტრირებული სტუდენტები თვითმმართველობის წევრები გახდებიან.

ახლადარჩეული წევრები, უახლოეს კვირაში შეიკრიბებიან და პრეზიდენტობის კანდიდატების სამოქმედო გეგმებს მოისმენენ. ამ დროისათვის, უცნობია პრეზიდენტობის რამდენი კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, თვითმმართველობის პრეზიდენტს შიდა კენჭისრყით აირჩევენ.