მატანში სპორტული კომპლექსის და გზის რეაბილიტაცია დასრულდა

529

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფელ მატანში სპორტული კომპლექსისა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოები მსოფლიო ბანკმა დაახლოებით 1.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

სამინისტროს ცნობით, პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას,  ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე – სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას.

,,პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდა უმნიშვნელო დეფექტები, რომლის აღმოფხვრა უმოკლეს დროში მოხდება. ახმეტაში ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდა და დარწმუნებული ვარ, ეს კომპლექსი ამ ტრადიციის გაგრძელებას შეუწყობს ხელს “ – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა.