ჯავახეთის ხიდების რეაბილიტაციის გამო, აეროპორტის გზის მონაკვეთზე მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება

996

წინა სტატია 

კახეთის გზატკეცილის გზაგამტარის ჯავახეთის ქუჩასთან შემაერთებელ მარჯვენა პანდუსზე ავტომობილების მოძრაობა 100 დღით იზღუდება. როგორც შსს-ს განცხადებაში წერია,

ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება.

“აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს“ – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის ცნობით კი ასევე იცვლება სამარშურტო ხაზები.