თბილისის მერს ე.წ. სტაიანშჩიკების აღრიცხვას და რეგულირებას სთხოვენ

575

“შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში მოქალაქეები თბილისის მერისგან მესადგომეების მუშაობის რეგულირებას ითხოვენ. მოქალაქეების თქმით, ისინი სრულიად უკანონოდ იღებენ 20 თეთრიდან 2 ლარამდე მანქანების ისეთ სადგომებზე, რომელშიც მოქალაქეები თანხას ისედაც იხდიან. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.

“გთავაზობთ გამოსავლის 2 ვარიანტს: 1 – აიკრძალოს “სტოიანშჩიკობა” და ეს გაჭირვებული ადამიანები დავტოვოთ შემოსავლის გარეშე. კანონი გვაძლევს ამის საშუალებას,

რადგან ისინი არალეგალურად ოპერირებენ და ფულს სძალავენ მოსახლეობას ფსიქოლოგიური ზეწოლის და ფოსფორისფერი ჟილეტის საშუალებით;

2 – აღირიცხოს ყველა “სტოიანშჩიკი” და მიეცეთ სპეციალური მოწმობები, რომელიც თან ექნებათ მუშაობისას, რაც უზრუნველყოფს მძღოლების ნდობას. მიენიჭოთ მათ იურიდიული სტატუსი ( მიკრო მეწარმე, ინდ. მეწარმე და აშ), ასევე სიმბოლურად დაუწესდეთ მოწმობის ფლობის ყოველთვიური გადასახადი 10 ლარი, რომ კანონის ფარგლებში მოექცეს მათი საქმიანობა. განისაზღვროს მაქსიმალური ფასი პარკირების დროს გადასახდელი თანხის, მაგალითად, ( 0,2 ლ დან 0,5 ლ მდე). ეს რეგულაციები მოაქცევს ქუჩაში ყოველდღიურად მიმდინარე უკანონობას კანონის ფარგლებში და ასევე, მძღოლები დავზოგავთ დროს და ნერვებს,”-წერია მოქალაქის განაცხადში.

ამ იდეისთვის ხმის მიცემა 2018 წლის 31 ივლისამდეა შესაძლებელი.