მარნეულის ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან წიწილები გამოიჩეკა (ვიდეო)

1116

მარნეულში ნაგავსაყრელზე გადაყრილი კვერცხებიდან რამდენიმე დღეში წიწილები გამოიჩეკა.

ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დარბის რამდენიმე ასეული წიწილა ამ ტერიტორიაზე.

მარნეულის მერის ინფორმაციით, კვერცხები ერთ-ერთმა მეფრინველეობის ფაბრიკამ გადაყარა. მოსახლეობამ კი გამოჩეკილი წიწილები სახლში წაიყვანა.