ქობულეთის სოფელ ჩაისუბანში ხიდის მშენებლობა დასრულდა

633

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი ორ სოფელს ერთმანეთთან დააკავშირებს.

სამუშაოებს შპს „სინათლე 2006“ ასრულებდა, რისთვისაც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 68 120 ლარი დაიხარჯა.

ასევე, საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ წყავროკაშიც დასრულდა, საიდანაც მოსახლეობა ცეცხლაურს დაუკავშირდება. პროექტზე ამ შემთხვევაში 241 500 ლარი დაიხარჯა.