გურჯაანში დიდების მემორიალზე ტელესკოპი დამონტაჟდება

791

გურჯაანში, დიდების მემორიალზე, უახლოეს მომავალში, ტელესკოპი დამონატაჟდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინის” ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდება.

მერის მოადგილის, ნიკა გეთიაშვილის ინფორმაციით, ტელესკოპის გარდა, მემორიალზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი.

“ჩვენ საძირკველი ჩავუყარეთ ტელესკოპს, რომლეიც შეიძინა არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეჟინმა” ქალბატონ ლაურა ხარიტონაშვილის ინიციატივით. ტელესკოპის საშუალებით ტურისტებს, მოსახლეობას შეეძლება ალაზნის ველის დათვალიერება. გარდა ამისა, დიდების მემორიალზე მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, დაიდგმება 20-მდე სკამი, დამონტაჟდება 10 -მდე ვიდეოკამერა და მემორიალი განათდება”, – განაცხადა ნიკა გეთიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მერია, სამომავლოდ, ქალაქის სკვერების განახლებასაც გეგმავს.