ხულოში, სოფელ ბოძაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

559

ხულოში, სოფელ ბოძაურში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, ისინი ხულო-ადიგენი-გოდერძის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო უკმაყოფილოები არიან. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მათი განმარტებით, გზის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა კომპენსაცია ოჯახების ნაწილისთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას მიმართავენ, რომ საყანე მიწებისა და ნარგავების ობიექტური შეფასება და გამოსყიდვა მოხდეს. აქციის მონაწილეებმა ხულო-სოფელ ბოძაურის დამაკავშირებელი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.

“თუ ხელისუფლების რეაგირება არ იქნება, ჩვენ აჭარის მთავრობის სახლთან გადავინაცვლებთ და იქ გავმართავთ აქციას”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.