„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობას 50 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

944

აჭარის ხუთ მუნიციპალუტეტში წყლისა და კანალიზაციის სიტემების რეაბილიტაციისათვის 50 მილიონი ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აჭარის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი პროექტის განსახორციელებლად 2013-2017 წლებში გამოიყო, თუმცა მუნიციპალუტეტებში პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

გია აბულაძის თქმით, საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები მუნიციპალიტეტების მერების უშუალო ჩარევით ხდება და ამავდროულად სამუშაოს ხარისხი არ კონტროლდება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი პროკურატურასა და აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

“აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეალურად ეს თანხები გაიფლანგა, რადგან ამ მუნიციპალიტეტებში სადაც აღნიშნული სამუშაოები შესრულდა დღესაც პრობლემებია. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ აჭარის მთავრობას, რომ ხელისუფლების დაფინანსებული პროექტების ხარჯები შეესწავლა. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა და შედეგი გვაქვს – 50 მილიონი ლარი გაიფლანგა და მუნიციპალიტეტებში წყლის პრობლემებია. სწორედ ამ პროექტების ხელშეკრულებები არის კორუფციული და ეჭვი გვაქვს, რომ აჭარის მთავრობაა ჩართული. აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოვუწოდებთ, რომ საკითხი შეისწავლონ. 50 მილიონი ლარი 2013-2017 წლებში დაიხარჯა“, – განაცხადა გია აბულაძემ