“კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში” – საიას და “ტფილისის ჰამქარის” ახალი პროექტი იწყება

732

საიასა და “ტფილისის ჰამქარის” ორგანიზებით, პროექტის “კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში” გახსნის ღონისძიება გაიმართა.

პროექტის უმთავრესი მიზანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესება და ა(ა)იპ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა. ასევე, თბილისის მართვის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტრუმენტების გაძლიერება და სარეაბილიტაციო პროცესის სწორი მეთოდოლოგიით შესრულების დამკვიდრების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საია და “ტფილისის ჰამქარი” განახორციელებენ ფონდის საქმიანობის მონიტორინგს და შეფასებას. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადდება კონკრეტული რეკომენდაციები და მოხდება მათი ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

საზოგადოების დაინტერესებისა და მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, საია და “ტფილისის ჰამქარი” ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიებს ჩაატარებენ.

პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.