აიფაქტი: თბილისის საკრებულოს წევრის ოჯახს რუსულ ბანკებში 372 933 აშშ დოლარი აქვს განთავსებული

1069

“თბილისის საკრებულოს წევრს, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარს, თამარ ტალიაშვილსა და მის მეუღლეს რუსულ ბანკებში ანაბარზე, ჯამში, 372 933 აშშ დოლარი აქვთ განთავსებული”, – ინფორმაციას ამის შესახებ “აი ფაქტი” ავრცელებს.

“2013-2014 წლებში ტალიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2015 წლიდან დღემდე საკრებულოს შემადგენლობაშია. ტალიაშვილმა დეკლარაცია პირველად 2013 წელს შეავსო და მასში აღნიშნული ანაბრები მითითებულია. ეს ფული ბოლოს, 2018 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაშიც არის მითითებული.

ტალიაშვილი და მისი მეუღლე იურისტები არიან. ტალიაშვილს, საჯარო სამსახურში მოსვლამდე, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან მუშაობის გამოცდილება აქვს”, – წერს “აი ფაქტი”.

იხილეთ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები წლების მიხედვით: 2013 წელი, 2014 წელი, 2015 წელი, 2016 წელი, 2017 წელი და 2018 წელი.