აჭარაში, შესაძლოა, მეხუთე სამინისტრო შეიქმნას

752

აჭარის მთავრობა რეგიონში ახალი სამინისტროების შექმნასთან დაკავშირებით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს აგრძელებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ზურაბ პატარაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს რა მიმართულებით იმუშავებს ახალი უწყება რეგიონში, გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ტურიზმის ან ეკომიგრანტების მიმართულებით მომუშავე სამინისტროს შექმნა.

მინისტრთა კაბინეტის შემადგებნლობის გაზრდის საშუალებას რეგიონის მთავრობას, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები აძლევს. აჭარის ახალი კონსტიტუცია ძალაში 24 მაისს შევიდა.