ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბინადართა ნაწილი მერიასთან აქციას მართავს

709

წინა სტატია

ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს, იუზა უგულავს ხვდებიან. შეხვედრა ხმაურით დაიწყო.  ისინი ქალაქის ხელმძღვანელობისგან შენობაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ითხოვენ, რომლიც მერიის ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებას უკვე გადაუგზავნეს.  ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

“მოვითხოვთ გადაგვიყვანონ სხვა შენონაში. აქ ცხოვრება არის შეუძლებელი. ბავშვები გვყავს და ვართ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ. დასკვნა რომელიც დადეს, არის ყალბი, რადგან როგორც გვეუბნებიან, დასკვნაში წერია რომ ჩვენ დავაზიანეთ შენობა”, – ამბობს სოცხოვრისში მცხოვრები მირანდა ნემსიწვერიძე.

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ხარისხში დარღვევები გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრისში ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2 აპრილს საცხოვრისშში ჭერი ჩაინგრა. ჭერი საცხოვრებელში 6 ივნისსაც ჩაინგრა.