საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა“ გაიმართება

1121

საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა“ გაიმართება. ინფორმაციას პროექტი Check in Georgia-ს ავრცელებს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში თბილისური ფოლკლორული ანსამბლების პოპულარიზაციას.

კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.