მუხიანში რადიოქალაქის პროექტზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება

1327

რადიოქალაქის პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგემება. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ “კოლიერსმა” გაიმარჯვა, რომელიც ამჟამად შესაბამის კლევებს აკეთებს. სწორედ შესწავლის შედეგად გამოვლენილი ფაქტების შემდგომ დაიწყება რადიოქალაქის პროექტზე მუშაობაც. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია განმარტავს, რომ უკვე 2019 წლის დასაწყისიდან რადიოქალაქის ფარგლებში მერია ინვესტორებს გარკვეულ პროექტებს შესთავაზებს.

რაც შეეხება „კოლიერსის“ კვლევას, როგორც ირკვევა აღნიშნული რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ესენია:

  1. შენობის მდგრადობისა და გარემოს უსართხოების შემოწმება, ქიმიური ანალიზი და ა.შ.;
  2. იმ მოთხოვნების კვლევა, თუ რა საჯარო სივრცეები არსებობს გარშემო, რაზეა მოთხოვნა ძირითადად , რისი ნაკლებობაა ქალაქში;
  3. გათვლები, რატომ მიაჩნია კოლიერს კონკრეტულად მიმართულებით განვითარება  საჭიროდ (ეს იქნება კინოდარბაზი, კაფე თუ სხვადასხვა საჯარო სირვცე);
  4. მასტერპლანი, დაგეგმარება, რენდერები.

“კოლიერსის“ დეველოპმენტ-კონსტალტინგის ხელმძღვანელი ლევან გვარამაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პირველი კომპონენტის შესწავალა, რომლის შედგომაც გამოიკვეთება სხვა ეტაპების განვითარების პერსპექტივები, წინასწარი შეფასებით კი შედეგები დადებითია.

რადიოქალაქის პროექტი კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.