გარდაბანში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფერი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა

1161

წინა სტატია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის, ფარი-ხანუმ სოფიევას მემორიალი გაიხსნა. მოწესრიგდა მისი საფლავიც.

ცოტა ხნის წინ ფარი-ხანუმის საოცარი ისტორიის შესახებ სტატია droa.ge-მ გამოაქვეყნა. 34 წლის ფარი-ხანუმ სოფიევა პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც 1918 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. ის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა ყარაიაზის ოლქიდან და თბილისის სამაზრო ერობის მეხუთე ხმოსანი გახდა.

მემორიალის გახსნის ინიციატორი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი იყო. გახსნის ცერემონიას მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ფარი-ხანუმ სოფიევას შთამომავლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გარდაბნის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სოფლის მოსახლეობა დაესწრნენ.