კალაძე: მემანქანეებს მივეცი პირობა, რომ 2019 წელს დავუბრუნდებით ხელფასების საკითხს

713

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს გაფიცვის შეწყვეტისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, ხელფასების საკითხს მერია 2019 წელს დაუბრუნდება.

“გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, რა ხდება კომპანიაში ფინანსურად, მოვისმინეთ მათი მხრიდან პრობლემები, რომელიც აწუხებთ მემანქანეებს. მივეცი პირობა, რომ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სამუშაო პირობები მათთვის იყოს გაუმჯობესებული”, – თქვაკახა კალაძემ.

კალაძემ ავტობუსის მძღოლებსაც გადაუხადა მადლობა.

მეტრომ მუშაობა 14:00 საათზე განაახლა.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეებმა 4 ივნისიდან უვადო გაფიცვა დაიწყეს, რის გამოც ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილი იყო .

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვდნენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.

4 ივნისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროა.