სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს სასამართლოში უჩივლა

686

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავასა და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ანა წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ზუგდიდის სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებებში ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავს მიერ გუბერნატორის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული ატარებს პერმანენტულ ხასიათს და მიმართულია გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შესალახად. მურთაზ ზოდელავა და ანა წითლიძე ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და არ მყარდება ფაქტებით.

ლევან შონია სასამართლში შეტანილ განცხადებაში მურთაზ ზოდელავასგან და ანა წითლიძისგან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფას ითხოვს.

გუბერნატორის ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მასალებში, მოცემულია ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავას მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთებული კომენტარები, ბრიფინგები და ინტერვიუები.