საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტს რეისები დაემატა

1036

საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების 34 მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად დამატებითი რეისები შესრულდება.

თბილისის მერიის ცნობით, მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

ასევე, უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.