თელავში ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მოანწილეობის საკითხებზე იმსჯელეს

657

ქალაქ თელავის საკრებულოს ინფორმაციით 26 აპრილს, თელავში, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ორგანიზებით, თემაზე-“ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-ევროპული ქარტიის პრინციპები” კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ასევე მონაწილეობდნენ კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, კახეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი თამარ ტალიაშვილი, გენდერულ საკითხებში ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ექსპერტი ლის შანკე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციები – NDI, UNDP, ALDA.

კონფერენცია ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციისა (KS) და ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ (NALAG), 2015-2018 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციაზე კახეთის რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული ბალანსის მხრივ არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია თემაზე: ქალები ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში.