EBRD თბილისში ნარჩენების მართვისთვის 15 მილიონიან პროექტს განიხილავს

724

თბილისში  ნარჩენების მართვის პროექტის დასაფნანსებლად 15 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელება იგეგმება. საქართველოს მთავრობამ პროექტის დაფინანსების თხოვნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) უკვე მიმართა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

პროექტი ფარგლებში მოხდება ნარჩენების შესაგროვებელი ავტომობილების შესყიდვა. ნარჩენების არსებული სადგურების მოდერნიზაცია და ნაგვსაყრელის სისტემის რეაბილიტაცია.

მოსალოდნელია, რომ ტენდერი ამ კონტრაქტების გასაცემად 2018 წლის მეოთხე კვარტალში გამოცხადდება.