ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე, ხევს კუბოების ყუთებისგან ნინოწმინდის მერია გაწმენდს

818

წინა სტატია

ახალქალაქი–ნინოწმინდის გზაზე იმ ხევს, სადაც კუბოების ყუთები ყრია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური გაწმენდს. ამის შესახებ ნინოწმინდის  მერმა იური უნანიანმა თქვა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა ამ ტერიტორიის დასუფთავებასთან დაკავშირებით დავალება უკვე მიიღო: „დღეს აუცილებლად გაწმენდენ და ამ ყუთებს ნაგავსაყრელზე გაიტანენ. ალბათ სომხეთიდან და რუსეთიდან, რომ მოჰყავთ გარდაცვლილები აქ ახალ კუბოებში ასვენებენ და ძველს, ანუ იმას, რითიც საზღვარზე შემოიყვანეს, მანდ ყრიან“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია დღეიდან მოსახლეობას გააფრთხილებს, რომ კუბოების ყუთები აღარ გადაყარონ.