მეტრო მეორე დღეა არ მუშაობს

1255

წინა სტატია

თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, “ერთობა 2013″-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო”, – ეს ინფორმაცია “ერთობა 2013”-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ გაავრცელეს. მეტრო მეორე დღეა არ მუშაობს. დედაქალაქი კი, სატრანსპორტო კოლაფსშია ჩავარდნილი.

შეგახსენებთ, რომ უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.

მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.