კალაძესა და მემანქანეებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

871

თბილისის მერიაში მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

თბილისის მერიის წარმომადგენლები გლდანის დეპოსთან, გაფიცულ თანამშრონლებთან მიდიან, სადაც გადაწყდება, განაახლებს თუ არა მეტრო 5 ივნისიდან მუშაობას.

შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს, თუმცა, ამის მოუხედავად, ჯერჯერობით, მხარეები ვერაფერზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის 4 ივნისს დილით დაიწყო, რის გამოც ყველა მეტროსადგური დაიკეტა. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.