მეტრო მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ (ფილმი)

1883

ფილმი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ

გამოყენებულია ipress.ge-ს ფოტო

თბილისის მეტროში სამუშაოები არასდროს წყდება. როცა ქალაქს სძინავს, თანამშრომლების ერთი ნაწილი მეტროს გვირაბებში მთელი ღამის განმავლობაში მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაოებს ატარებენ. დღისით, კი მატარებლების გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის პასუხისმგებლობას თანამშრომელთა სხვა ნაწილი იბარებს. ისინი ამბობენ, რომ მეტროს სტრუქტურა საჯარისო ფორმირებას ჰგავს და აქ დასაქმებულებს ცხოვრება სამხედრო გრაფიკით უწევთ. მეტროს თანამშრომლები დღეს სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან სამომხმარებლო კალათის გაძვირების და ლარის გაუფასურების ფონზე, მათი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდა. 2016 წლიდან, მეტროს თანამშრომლებმა ხელმძღვანელებისგან ანაზღაურების გაზრდაზე წერილობითი დაპირება მიიღეს, თუმცა, ამ დაპირების შესრულებას დღემდე ელოდებიან. რადგან არც მათი ხელფასები გაზრდილა და არც დამსაქმებელთან მოლაპარაკების არაერთ მცდელობას მოუტანია მათთვის შედეგი, 2018 წლის მაისში, მეტროს თანამშრომლებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. სასამართლომ დაგეგმილი გაფიცვა ერთი თვით გადაავადა, ხოლო რამდენიმე კვირაში, ახალი განჩინებით, მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით უკანონოდ შეუზღუდა და ამის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში დართო.