ადიგენში დამეწყრილი გზის ალტერნატიული გზით ჩანაცვლების ტენდერი ისევ ჩაიშალა

1064

წინა სტატია

დერცელი–კიკიბოს მიმართულებით დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი მეორედ ჩავარდა. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ადიგენის მერიის ცნობით, ტენდერს მესამედ გამოაცხადებენ, თუმცა ამჯერად პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს.

“შეიცვალა მოთხოვნები. ამის შემდეგ ყველა ტენდერი ჯერ სამინისტროში უნდა გადაიგზავნოს და შემდეგ გამოქვეყნდეს შესყიდვების საიტზე. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები პირველ ივნისს გადავაგზავნეთ”, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე. მისი მოსაზრებით, ტენდერის ჩავარდნის მიზეზი სავარაუდოდ, საპროექტო ორგანიზაციების მოუცლელობაა.