მივიწყებული დარგის აღდგენა – აჭარაში მეაბრეშუმეობის პროექტი იწყება

999

სოფლის მეურნეობის ეს დარგი, მეაბრეშუმეობა, 25 წელია მივიწყებულია. ახლა კი აჭარის მთავრობამ მისი აღდგენის და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“25 წელზე მეტია, დაახლოებით, 30 წელია რაც ეს დარგი მივიწყებულია, სამინისტროში ჩატარდა უამრავი კვლევა, მათ შორის იმ დამხმარე დარგებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია, რომ აღდგეს”,- განმარტა გოჩა ბერიძემ.

მეაბრეშუმეობის ტრადიცია განსაკუთერებით გავრცელებული იყო ქედის, ხელვაჩაურის  და ქობულეთის მუნციიპალიტეტში. თუმცა წლების განმავლობაში ეს ყველაფერი განადგურდა.

აჭარის მთავრობამ მეცნიერებათა აკადამიასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღედგინათ მეაბრეშუმეობა. შესაბამისად მიმდინარე წელს შემუშავდა ახალი პროგრამა, ეს არის მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის გატანასაც ბაზარზეც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ გასულ საუკუნეში აჭარაში 20 ტონა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ.

“ფერმერები, რომლებიც აბრეშუმს წარმოებაში ჩაერთვებიან, შეძლებენ, რომ გაყიდონ აბრეშუმი, ისე როგორც ნედლეული. აუცილებელი, არ არის, რომ პარტია აწარმოონ, ან ძაფი ამოახვიონ”,- აცხადებს აგრო სერვისცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე.