ბათუმის მერია ძველი ბათუმის ეზოების პოტენციალს გამოიკვლევს

1474

ისტორიული განაშენიანების საზღვრებში, ძველი ბათუმის ეზოებში, კომერციული პროექტების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მერია კვლევას იწყებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში მომზადდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია.

აღნიშნული სამუშაოები ხუთ ეტაპად უნდა განხორციელდეს.

პირველი ეტაპი დაეთმობა ეზოების პოტენციალის კვლევას მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით, მეორე ეტაპზე კი ეზოებში მცირე ბიზნესის განვითარების მოდელები მომზადება.

მესამე ეტაპი იქნება სამუშაოების დეტალური პროექტირება. რის შემდეგადაც, მეოთხე და მეხუთე ეტაპებზე, პროექტის პრეზენტაცია და მონიტორინგი ჩატარდება.

მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე 10 ეზოს პროექტი უნდა მომზადდეს.  მისივე ინფორმაციით,  სამუშაოებისთვის 20 ათასი ლარია გათვალისწინებული.