გორში, სახლის დემონტაჟის დროს, ძველი მარნის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

863

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს, ძველი მარნის ფრაგმენტები გამოჩნდა. გამვლელების ყურადღება თაღოვანმა კედლებმა, საშენ მასალად გამოყენებულმა ქვებმა და ქვევრებმა მიიქცია. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

მშენებლების თქმით, სახლის ადგილზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, კომერციული ობიექტი აშენდება. ძველი სახლი ამილახვრების ყოფილი სასახლის სიახლოვეს იდგა.

ობიექტი გორის ისტორიულ უბანს ეკუთვნის. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, მის სახლში 22 ქვევრია შემონახული.