ზუგდიდში უსინათლოებისთვის ხმოვანი შუქნიშნების დადგმას ფიქრობენ

687

ქალაქის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შუქნიშნების და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების ლოკაციების სწორად შერჩევაზე ზუგდიდის საკრებულოს 2 ივნისის სხდომაზე იმსჯელეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

„ქალაქის რამდენიმე ადგილას შუქნიშნის არსებობა დამატებით პრობლემებს ქმნის. მივმართავ ტრანსპორტის სამსახურს, რომ ამ მიმართულებით უფრო ინტენსტიურად იმუშაოს. ეს საჭიროებს კვლევას და შემდეგი გადაწყვეტილება ამის შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი საკრებულოს წინაშე“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.