კახეთში დაზიანებულ გზებს აკეთებენ

498

კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს. ორმოული შეკეთება და ჰორიზონტალური მონიშვნა გრძელდება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედისა  და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ტურისტული სეზონისთვის, რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდება დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები.