ვიცე-მერი მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

684

წინა სტატია

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მეტროს გაფიცული მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

“მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, – თქვა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა დასძინა, რომ ეს გაფიცვა არღვევს მოქალაქეების, დედაქალაქის ინტერესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანებმა მაინც მიმართეს  უკიდურეს ზომას, მოსახლეობის ინტერესების წინ  საკუთარი ინეტერესები დააყენეს.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.