რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ტერიტორიული ერთეულის ახალი ოფისი აშენდება

990

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ტერიტორიული ერთეულის ახალი ოფისის მშენებლობა იწყება.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესთან ერთად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ,,გლობალ სერვის+”-ის დირექტორს შეხვდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრის მიმდინარეობისას, მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,გლობალ სერვის +“-ს შორის, ხელშეკრულება გაფორმდა.

მერიის ცნობით, პროექტი ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის #18-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტისთვის 156 254 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სატენდერო ხელშეკრულების პირობების თანახმად, შპს ,,გლობალ სერვის +“ სამუშაოებს ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.