გორის მთის სტატუსის მქონე სოფლებში 48 ადამიანი შეღავათით ვეღარ ისარგებლებს

1148

მთის სტატუსით მოსარგებლე 243 ადამიანს გორის მუნიციპალიტეტში სტატუსი შეუჩერდა, აქედან 155 გარდაცვალების, ხოლო 48 მოქალაქეს მონიტორინგის საფუძველზე. ინფორმაციას თრიალეთი ავრცელებს.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ შეღავათებით მხოლოდ ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომებიც მთის სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად ცხოვრობენ.

ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც დიდ დროს მთის სტატუსის მქონე სოფლებში ატარებენ და საკუთარი მეურნეობაც აქვთ, თუმცა შეღავათებით ვერ სარგებლობენ.

“მთავარი იდეა მთის სტატუსის მინიჭებისა ის იყო, რომ ბიზსნესი განვითარებულიყო და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ გყავდეს ცხვარ-ძროხა, შეიძლება საოჯახო სასტუმრო გააკეთოს მოსახლეობამ და მთის სტატუსი თუ მიენიჭა, იმიტომ მიენიჭა, რომ იმ ხალხმა ისარგებლოს”,- აცხადებს ენმ-ის წევრი, ირმა ამბარდნიშვილი.

მერიაში აცხადებენ, რომ მთის ზონის სტატუსის მონიტორინგი ორ ეტაპად ჩატარდება, წლის ბოლოს კი, ანგარიში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

გორში მაღალი მთის სტატუსი ამჟამად 51 სოფელს აქვს მინიჭებული, შეღავათებით კი, 5 000 მოქალაქე სარგებლობს.