ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

650

ნაძალადევის რაიონში, ძმობის II ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ქუჩის ძირითად ნაწილზე, დაახლოებით 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის  ორფენიანი საფარი იგება.

„ათეულობით წლებია, რაც ძმობის II ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოწესრიგებულა. მას შემდეგ, რაც კომპანია „GWP-მა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეცვალა, მნიშვენელოვანი პრობლემა მოგვარდა, თუმცა მოსახლეობისთვის ქუჩაზე გადაადგილება ძალიან გართულდა. გზის შეკეთების დასრულების შემდეგ, ქუჩის დაზიანებული ნაწილი უკვე ყველამხრივ კეთილმოწყობილი იქნება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

“ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.