ბათუმის სანდასუფთავებამ 1 000 ნაგვის ურნა შეიძინა

977

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა 1 000  სანაგვე კონტეინერი შეიძინა.

მერიის ინფორმცაიით, 1 000 ახალი ურნა ქალაქის ტერიტორიაზე ძველ კონტეინერებს ჩაანაცვლებს. კერძოდ, როგორც მერიაში აცხადებენ, სანაგვე კონტეინერები შეიცვლება ზღვისპირა ზოლში, დაიდგმება რეაბილიტირებულ ქუჩებზე და საჭიროების შემთხვევაში, მთელი ქალაქის მასშტაბით.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ძველ ბათუმში უკვე შეიცვალა 70-ზე მეტი სანაგვე ურნა.

მერიამ  სანაგვე ურნებისთვის 528 ათასი ლარი გამოყო.