ლაგოდეხში მიტოვებული შენობები, რომლებიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს

967

უკვე ათეულობით წელია ლაგოდეხში მიტოვებული და უფუნქციოდ დარჩენილი შენობების ბედი გაურკვეველია. ზოგ მათგანს კერძო მესაკუთრე ჰყავს, ნაწილი კი სახელმწიფოსია, თუმცა ყველა ერთად ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჰერეთი fm” ავრცელებს.

ამჟამად მიტოვებულ შენობებს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა.  ყველმრეწვი, სამკერვალო ფაბრიკა, წიგნების მაღაზია და ა.შ. ეს იმ შენობების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გურჯაანში უყურადღებოდ არის.

მიტოვებულია კულტურის სახლიც, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა, თუმცა, რემონტი ვერ მოესწრო. მას შემდეგ შენობა პერიოდულად იძარცვებოდა და ნადგურდებოდა. კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქციაზე ლაპარაკი ლაგოდეხის ყოფილმა გამგებელმა კახა ჯამბურიამ 2016 წელს დაიწყო, რომელიც ახლა საკრებულოს თავმჯდომარეა. ჯამბურიას თქმით, ამ შენობის რეაბილიტაციას 5 მილიონამდე ლარი სჭირდება, თუმცა, დამფინანსებელი ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა. როგორც ჯამბურია ამბობს, მათ შეისწავლეს შენობის მდგრადობა და პროექტიც მოამზადეს, თანხების მოძიებაზე კი მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართეს, “და განხილვის პროცესში იყო ეს ყველაფერი”, – ამბობს ჯამბურია.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ქალაქის დამახინჯებული იერსახე არც მათ მოსწონთ. ლაგოდეხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, ამ საკითხზე მუშობა 2 თვის წინ დაიწყეს.

აუდიოსიუჟეტის მოსასმენად გადადით ბმულზე.