აჭარის კურორტ ბეშუმში კვლავ შიდა გზების პრობლემაა

949

დაუსრულებელი და ხარვეზით შესრულებული სამუშაოები ბეშუმში, მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე კვლავ შიდა გზების პრობლემაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ხუმერიამ ტენდერი არაერთხელ გამოაცხადა, გამარჯვებულთა ნაწილი ვადების დარღვევის გამო დააჯარიმა, ერთ-ერთს კი, რომლის მიერ შესრულებული სამუშაოც გასულ წელს ჩაიბარა, წელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით წერილობით მიმართა.

ბეშუმში ახლახანს დაგებული ასფალტის ერთი მონაკვეთი უკვე დაბზარულია, სანიაღვრე არხების ნაწილი კი მოშლილი. პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო დავა.