თბილისის მერია შინდისის დასახლებაში წყლის პრობლემის მოგვარებაზე იწყებს მუშაობას

984

თბილისის მერია შინდისის დასახლების წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე GWP-სთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა მოადგილეს. გეგმავს.

კალაძის თქმით, შინდისის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მერიას ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით.

“ირაკლი ბენდელიანს მინდა ვთხოვო, რომ GWP-სთან დღესვე დაიწყოს მოლაპარაკებები. მე ვიცი, რომ თანხმობა არის ამ პროექტთან დაკავშირებით. 150 ოჯახი ცხოვრობს ამ დასახლებაში. ამავდროულად, შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, თუმცა შეუძლებელია მისი განვითარება, თუ ელემენტარული სასმელი წყალი არ აქვთ ადამიანებს. წელსვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამის პრობლემა არ ჰქონდეთ“, – თქვა თბილისის მერმა.