დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები იწყება

721

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მასშტაბით, კიდევ 8 მუნიციპალიტეტში განხორციდება.

“მოსახლეობის გაზიფიცირებაზე, ჯამში, 25 მილიონამდე ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამუშაოების შესყიდვის მიზნით სხვადასხვა ღირებულების 14 ტენდერი გამოაცხადა. მოსახლეობის გაზიფიცირება სულ 40-მდე სოფელში იგეგმება. პროექტი განხორციელდება თერჯოლის, წყალტუბოს, ბოლნისის, დედოფლისწყაროს, სენაკის, ლაგოდეხის, ლანჩხუტის, ჩოხატაური, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიებმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 3-5 თვეში უნდა დაასრულონ”, – განაცხადეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.