ლენტეხის მერიის თანამშრომელი, რომლის 71 წლის დედაც ტენდერებს “იგებდა”, სამსახურიდან გაათავისუფლეს

1119

წინა სტატია

ლენტეხის მერიის სამშენებლო რეგულირების განყოფილების უფროსი, მაიზერ ლიპარტელიანი, რომლის 71 წლის დედაც მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ტენდერებს სისტემატურად “იგებდა”, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ლიპარტელიანის სამსახურებრივ პასუხისმგებლობაში შედიოდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შემოწმება და ოქმზე მისი ხელმოწერაც ფიქსირდებოდა.

“აი ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ლიპარტელიანის დედამ, 71 წლის კლარა ონიანმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 15 ტენდერი მოიგო, ლიპარტელიანი კი იმ კომისიის წევრი გახლდათ, რომელიც დედის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს ამოწმებდა.

მიუხედავად ამისა, ლიპარტელიანი დედამისის მიერ ტენდერებში გამარჯვებას ინტერესთა კონფლიქტად არ მიიჩნევდა.

სავარაუდოდ, ლიპარტელიანის გათავისუფლების მიზეზი, აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიება გახდა.