კასპის სოფელ კავთისხევში საავტომობილო ხიდს რეკონსტრუქცია უტარდება

754

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, მდინარე კავთურაზე მდებარე საავტომობილო ხიდს რეკონსტრუქცია უტარდება.

მერიის ცნობით, შიდა სახელმწიფო გზის დამაკავშირებელი ხიდის სამუშაოებს, შპს „ბესკო“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით აწარმოებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მშენებელი პარალელურად მდინარის კალაპოტსაც წმენდს.

“არსებული ხიდი მოძველებული და საფრთხის შემცველი იყო. მისი რეაბილიტაციის შემდეგ კი ხიდზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება”,-განმარტავენ კასპის მერიაში.