ახალქალაქში ბაზრის დაკავებული დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ

699

წინა სტატია

კომერციულ მოსყიდვაში ბრალდებული ახალქალაქის ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის საქმის მასალებიდან ერთ–ერთი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება, რომელზე დაყრდნობითაც ოჯახის წევრები და ბაზრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

ჩანაწერს ბაზრის დირექტორის ძმა, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი, აშოტ საჰარიანი ავრცელებს. „ამ ვიდეოში ჩანს როგორ ეუბნება ბაზრის კონტროლიორი ფინანსურის თანამშრომელს ჩეკი აიღეო, მაგრამ ის არ იღებს და მიდის, მერე კი იჭერენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მოწყობილია“, – ამბობს არარატ საჰარიანის ძმა, აშოტ საჰარიანი.

ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ბაზრის თანამშრომლებიც ითხოვენ. მათ ახალქალაქში აქციაც გამართეს.

21 მაისს ახალქალაქის მერიის შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსი არარატ საჰარიანი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მანამდე კი ფინანსურმა პოლიციამ 16 მაისს ამავე ბაზრის კონტროლიორი დააკავა.