გორის მაღალმთიან სოფლებში 4948 მოქალაქეა რეგისტრირებული

122

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიან სოფლებში სულ 4948 მოქალაქეა რეგისტრირებული. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მერიას აცნობა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გორის მერიის ცნობით, რეგიონში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 51 სოფელი სარგებლობს. სიაში ვერ მოხვდა ფლავი, ფლავისმანი და ქერე, რომელთა მოსახლეობა სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.